20230518_143700
20230519_133805
 1 ივნისი 2023

მიმდინარე წლის მაისში, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში აღინიშნა ევროპის აკადემიის ვროცლავის ჰაბის იუბილე. ღონისძიებამ განსაკუთრებული შესაძლებლობა შექმნა პანევროპული აკადემიის მისიისა და მიზნების პოპულარიზაციისთვის, კერძოდ, ინოვაციური კვლევებისა და მეცნიერული ბრწყინვალების თვალსაზრისით. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ევროპის მასშტაბით გამორჩეული და წარმატებული მეცნიერები.

პოლონეთის ქ. ვროცლავში ევროპის აკადემიის ვროცლავის ჰაბის იუბილეს ფარგლებში გაიმართა Academia Europaea-ს სამეცნიერო ქსელში შემავალი რეგიონული ცენტრების (ჰაბების) წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა.

 

შეხვედრის მიზანი გახლდათ ევროპის აკადემიის ჰაბებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.

 

რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაო ფორმატში მონაწილეობდნენ თბილისის, ვროცლავის, ბერგენის, კარდიფის, ბუდაპეშტის ჰაბების და გრაცის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მოხსენებები წაიკითხეს ჰაბების თემატური თუ დისციპლინური სპეციალიზაციის, ჩატარებული ღონისძიებებისა და აწ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ.

მარცხნიდან მარჯვნივ:
ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფ. ირვინ ნეჰერი, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი მარია მაკაროვი, პროფესორი დევიდ რივასი და ვროცლავის ჰაბის აკადემიური დირექტორი პროფ. არკადიუს ვოისი

გარდა ამისა, მომხსენებლებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.

მარცხნიდან მარჯვნივ: კასია მაიკოვსკა (ვროცლავი, პოლონეთი), დანა კაიზერი (გრაცი, ავსტრია), ჰელმუტ ლაიტნერი (გრაცი, ავსტრია), ნილს ოლავ სევეროსი (ბერგენი, ნორვეგია), ფრედერიკა ბრენდჰაუსი (მიუნხენი, გერმანია), ნორა დეაკი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოფო კობახიძე (თბილისი, საქართველო), ანა იაროსი (ვროცლავი, პოლონეთი)

ევროპის აკადემიის ვროცლავის ჰაბის იუბილე