კონკურსის პოსტერი

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, როგორც მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის ნაწილი, აარსებს ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსების ციკლს „სკოლა - მეცნიერების საწყისი“, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის უნარების განვითარებას ცოდნის სხვადასხვა დარგში.

ციკლის პირველი კონკურსის თემა შეეხება გელათის აკადემიას, როგორც ევროპის ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო და სულიერ-ინტელექტუალურ ცენტრს.

 

კონკურსის სამიზნე აუდიტორია:

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX - XII კლასების მოსწავლეები.

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

„გელათის აკადემია - ევროპის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო და სულიერ-ინტელექტუალური ცენტრი“

პროექტის აღწერა:

გელათის აკადემიის შესახებ არსებული სამეცნიერო მასალების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე, სადაც ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ საკითხებზე:

  • გელათის აკადემიის დაარსების ისტორიული წინაპირობები; პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება XI-XII სს-ის საქართველოში და მის სამეზობლოში;
  • სკოლები და განათლების ცენტრები ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში;
  • გელათის აკადემიასთან დაკავშირებული ისტორიული პირები და მოღვაწეები;
  • გელათის აკადემია - შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერა: „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი - სასწავლებელი ყრმათათვის“;
  • გელათის ლიტერატურული პროდუქცია;
  • გელათი, როგორც ქართული თვითმყოფადი კულტურის სიმბოლო, გელათის მემკვიდრეობა.

 

კონკურსის მონაწილეთათვის, როგორც გზამკვლევი, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, განთავსებულია სამი ნაშრომი და ერთი ისტორიული ტექსტი.  

1) დამანა მელიქიშვილი - გელათი "სხუა ათინა მეორე იერუსალიმი"

2) ბაბილინა ლომინაძე - გელათი

3) სიმონ ყაუხჩიშვილი - გელათის აკადემია

4) მეფე დავითის ისტორიკოსი

 

ესეს შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

სათაურის თემასთან შესაბამისობა, ორიგინალური აზროვნება, მასალის ანალიზი და ტექსტის შინაარსობრივი გამართულობა. დაუშვებელია არსებული ტექსტის კოპირება და მასალის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე. ესეს შეფასებისას დაემატება ქულები, თუ თანდართული ლიტერატურის გარდა მოსწავლეს მოძიებული და გამოყენებული ექნება დამატებითი სამეცნიერო მასალა.

 

ესეს ტექნიკური აღწერილობა:

- თავფურცელზე უნდა მიეთითოს კონკურსის დასახელება, თემის სათაური, მონაწილის სახელი და გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ინფორმაცია;

- ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, მისი მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 1000 სიტყვისა;

-  ნაშრომის ფორმატი: ინტერვალი - 1.15, შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11;

- ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს pdf-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - aeth@tsu.ge .

 

შეფასება:

            ნაშრომების შეფასება განხორციელდება სამ ეტაპად: I ეტაპი - წარმოდგენილი ესეების გადარჩევა; II ეტაპი - შერჩეული ესეების ავტორებთან გასაუბრება; III ეტაპი - კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა.

 

კონკურსის ვადები და პირობები :

-  კონკურსის გამოცხადება: 2021 წლის 17 მაისი.

-  ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1-ლი ივლისი.

- შერჩეული ესეების ავტორებთან გასაუბრება და კონკურსში გამარჯვებულების  გამოვლენა:

2021 წლის 7-8 ივლისი.

 

პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, გასაუბრება ჩატარდება ვირტუალურად. ესეებს გადაარჩევს, მონაწილეებს გაესაუბრება და საბოლოო გამარჯვებულებს გამოავლენს ექსპერტებისაგან შემდგარი სპეციალური კომისია.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებული ნაშრომების ავტორები დასაჩუქრდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილის სერთიფიკატი.          

            გამარჯვებული ესეები გამოქვეყნდება ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის ოფიციალურ ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე (Facebook; Twitter) 

ამავე გვერდებზე გამოქვეყნდება ინფორმაცია გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ.

            კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: aeth@tsu.ge  ან  577 45 80 33.