პროფ. დავით ლორთქიფანიძე, აკადემიურ დირექტორი
პროფ. დავით ლორთქიფანიძე ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურ დირექტორად 2023 წლის ნოემბერში აირჩიეს. 2019-2023 წლებში ის იკავებდა ცენტრის სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას და დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული ცენტრის საქმიანობაში.
თვით ევროპის აკადემიის წევრად პროფ. დავით ლორთქიფანიძე არჩეულ იქნა 2010 წელს. აქვე აღსანიშნავია, რომ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის შემდგომ იგი გახლავთ რიგით მეორე ქართველი, ვისაც აღნიშნული პატივი ერგო.