ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პანელური სესია, სახელწოდებით: „ილია ჭავჭავაძე - წარსული და თანამედროვეობა“. ღონისძიება გახსნა ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, დავით ფრანგიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ასპექტები.
26 დეკემბერი 2022
ფოტო გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი შველიძემ, მარიამ ჩხარტიშვილმა და ირაკლი ჩხაიძემ ისაუბრეს ილია ჭავჭავაძეზე, როგორც მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. ის სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში თანამედროვე, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ევროპელობის და საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ, სწორედ ილია ჭავჭავაძის ნააზრევში გამოჩნდა. საგარეო საკითხებისადმი მიძღვნილმა მისმა წერილებმა მეტად დააახლოვა ქართული საზოგადოება დასავლეთსა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.
„ილია ჭავჭავაძე - წარსული და თანამედროვეობა“