ფოტო გალერეა
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპ
პანელური სესია გახსნა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკით ყველანი ვამაყობთ. 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო ევროპული ფასეულობები,“- განაცხადა რექტორმა.
ასევე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტის აკადემიურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა.
პანელური სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების წინაპირობები, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, პირველი და მეორე რესპუბლიკების შედარებითი ანალიზი - მათი მსგავსებები და განსხვავებები და 26 მაისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო.
პანელური სესიის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ე.წ. ,,ეროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბებისა“ და აფხაზეთში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საკითხი.
პანელური სესია გაიმართა კომბინირებულ ფორმატში და ZOOM-ის მეშვეობით ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრები და სხვა მსურველები.
ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლე-ახალგაზრდები დაესწრნენ.