1547124877
მიმდინარე აკადემიურ წელს, მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პანელური სესიების სერიას „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“, რომლის ფარგლებში განხორციელდა არაერთი პანელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის წინაპირობების, 1921 წლის კონსტიტუციის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა  და 26 მაისის - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოს თაობაზე.
აღნიშნული სერიის ფარგლებში, 9 და 10 დეკემბერს, ბათუმისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ორდღიანი ღონისძიება. ეს ღონისძიება მოიცავდა ორ ძირითად ნაწილს: პანელური სესიების სერიების ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებს  და მონოგრაფიის პრეზენტაციას. ამ ჟესტით ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა პატივი მიაგო ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის, პუბლიცისტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ხსოვნას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „ნოე ჟორდანია - პირველი რესპუბლიკის ევროპელი ლიდერი“, რომელიც გახსნა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ. 

პანელურ დისკუსიას გაუძღვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა. გარდა ამისა, მუზეუმს საჩუქრად გადაეცა აღნიშნული თემატიკის შესახებ არსებული უახლესი ლიტერატურა.

 

ნოე ჟორდანია - პირველი რესპუბლიკის ევროპელი ლიდერი

"ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულება, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოდ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით."
10 დეკემბერი 2023